
აკადემიკოს კონსტანტინე ერისთავის სახელობის ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ სალომინაოს საჯარო სკოლაში პირველი სასწავლო სემესტრი ღონისძიებით დაგვირგვინდა.
გაიმართა საახალწლო ღონისძიება, რომელმაც სკოლაში საოცარი სადღესასწაულო განწყობა დაატრიალა.
ფერად-ფერად და თემატურ კოსტიუმებში გამოწყობილმა მოსწავლეებმა დამსწრე საზოგადოებას დაუვიწყარი შთაბეჭდილებები აჩუქეს და სკოლაში ნამდვილი საახალწლო ზღაპარი გააცოცხლეს.
ღონისძიება სიხარულით, ღიმილითა და ბავშვური მხიარულებით იყო სავსე, მოსწავლეებმა არაერთი საზეიმო ნომერი წარმოადგინეს და ერთმანეთსა და დამსწრე საზოგადოების ჯადოსნური ახალი წლის მოლოდინი გაუზიარეს.
სკოლის დირექცია შობა-ახალ წელს მთელ საქართველოს ულოცავს.
„სალომინაოს საჯარო სკოლა გილოცავთ დამდეგ 2026 წელს. მშვიდობა,ჯანმრთელობა, სიხარული, სიყვარული, ხვავი, ბარაქა და უამრავი წარმატება მოეტანოს სრულიად საქართველოსთვის ცეცხლოვანი ცხენის წელს“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები;