ორშაბათს სკოლები და ბაღები დაისვენებს
14-01-2026

19 იანვარს მართლმადიდებლური სამყარო ნათლისღების დღესასწაულს აღნიშნავს. მიუხედავად იმისა, რომ ზამთრის არდადეგები 15 იანვარს დასრულდა, 19 იანვარს სკოლების დასვენება-არდასვენების საკითხი მაინც აქტუალურია. იმის გამო რომ არაერთი კითხვა მივიღეთ, მოსწავლეებისგანაც და მასწავლებლებისგანაც კიდევ ერთხელ განვმარტავთ: 

19 იანვარი სახელმწიფოს მიერ ოფიციალურ დასვენების დღედ არის გამოცხადებული, რაც იმას ნიშნავს, რომ სკოლის მოსწავლეები და მასწავლებლები, ასევე ბაღის აღსაზრდელ-აღმზრდელები ისვენებენ, სხვა საჯარო უწყებების თანამშრომლების მსგავსად. 

ცნობისთვის, ნათლისღება - ახალი აღთქმის ერთ-ერთი უმთავრესი საიდუმლო და ქრისტიანული დღესასწაულია, რომელსაც აღნიშნავს მართლმადიდებელი ეკლესია 19 იანვარს. ამ დღეს, სახარების თანახმად, იოანე ნათლისმცემელმა მდინარე იორდანეში მონათლა იესო ქრისტე. ნათლისღების დღესასწაულზე წყლის კურთხევის მსახურება (დიდი აიაზმა) სრულდება და ნაკურთხი წყალი მთელი წლის განმავლობაში ინახება. ნათლისღება ის ძირითადი აქტია, რომლითაც ადამიანი ქრისტიანად ითვლება.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203