თერჯოლის N1 საჯარო სკოლამ კულტურის სახლში თეატრალური საღამო გამართა
05-07-2018
თერჯოლის N1 საჯარო სკოლამ კულტურის სახლში თეატრალური საღამო გამართა.
საქველმოქმედო საღამოზე პიესის ავტორის, რიტა ბუცხრიკიძის მხარდასაჭერად საქართველოს სტუდენტური და საყმაწვილო თეატრების რესპუბლიკურ ფესტივალზე გამარჯვებული სპექტაკლი „მშვიდობის ჩიტები“ წარმოადგინეს.
პროექტის ხელმძღვანელი სკოლის დირექტორი ელისო მურადაშვილი გახლდათ, სამხატვრო ხელმძღვანელი-თეა მაცაბერიძე; მუსიკალური გამფორმებელი-სოფიო ქავთარაძე, ხოლო ქორეოგრაფი გიორგი ჭანკვეტაძე იყო.
ღონისძიებას რაიონის ხელმძღვანელობა და საპატიო სტუმრები ესწრებოდნენ.
დასასრულს, სკოლის დირექტორმა, პიესის ავტორმა თუ თითოეულმა სტუმარმა საღამო ემოციურად შეაფასა. სკოლის დირექცია სპექტაკლის ორგანიზატორებს, მონაწილეებსა და ყველა სტუმარს კეთილ საქმეში თანადგომისა და მხარდაჭერისათვის მადლობას უხდის.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
საგანმანათლებლო პროგრამის ჩამონათვალი, რომლებზე მიღებაც 50-70 ადგილით შემცირდა; თსუ-ში შემცირდა განათლების მეცნიერებების, ეკონიმიკის ადგილები... დეტალური სია