ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლის მოსწავლეებს ამერიკის ეროვნულ გამოცდაში ბრწყინვალე შედეგები აქვთ 
13-01-2026

ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლა მოსწავლეებს ხარისხიან და სიღმისეულ განათლებას აძლევს. მოსწავლეები ღირსეულ კონკურენციას უწევენ განათლების სფეროში წამყვანი ქვეყნების მოსწავლეებს და წარმატებით აბარებენ საერთაშორისო გამოცდებს. 

სკოლაში მოსწავლეთა მორიგ მაღალ აკადემიურ მიღწევებს აღნიშნავენ და ულოცავენ სკოლის მოსწავლეებს - მარიამ ფიფიას და ლაშა გოგოძეს College Board-ის მიერ ჩატარებულ ამერიკის ეროვნულ გამოცდაზე - SAT მიღებულ შესანიშნავ შედეგებს:

მარიამ ფიფიამ 1410 ქულა დაიმსახურა, ლაშა გოგოძემ კი - 1400.

ორივე მოსწავლე გამოირჩევა არა მხოლოდ მაღალი შედეგებით, არამედ მრავალმხრივი და შთამბეჭდავი აკადემიური მიღწევებით და ამჟამად ემზადება ამერიკის წამყვან უნივერსიტეტებში ჩასაბარებლად.

მარიამ ფიფია ეროვნული STEM ოლიმპიადის ვიცე- გამარჯვებული და ევროპის გოგონათა ინფორმატიკის ოლიმპიადის (EGOI) საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი გახლავთ. 

ლაშა გოგოძე მონაწილეობდა iFest 2024 საერთაშორისო კონფერენციაში, რომელიც გაიმართა ტუნისში. ბიოლოგიის კატეგორიაში წარდგენილი ნაშრომით ის ოქროს მედლის მფლობელი გახდა.

„ვამაყობთ ჩვენი მოსწავლეების წარმატებით და ვუსურვებთ მათ კიდევ უფრო დიდ მიღწევებს საერთაშორისო ასპარეზზე“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203