ზღაპრული სადღესასწაულო ღონისძიება ჩაქვის წმინდა კეთილმორწმუნე მეფე დავითის სახელობის სკოლა-გიმნაზიაში 
13-01-2026

ჩაქვის წმინდა კეთილმორწმუნე მეფე დავითის სახელობის სკოლა-გიმნაზიამ მოსწავლეებს ლამაზი წინასადღესაწაულო დღეები აჩუქა. 

სკოლა-გიმნაზიის დირექცია და პედაგოგები მოსწავლეთა განწყობაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, წინასაახალწლო-საშობაო პერიოდი კი ზღაპრულ დღესასწაულად იქცა. 

„შობა-ახალი წელი საქართველოში მნიშვნელოვანი დღესასწაულია, რომელსაც ყველა, პატარა თუ დიდი, მოუთმენლად ელოდება. ყველაზე მნიშვნელოვანი კი საახალწლო განწყობის შექმნაა. ამ მიზანს ემსახურებოდა ჩვენი გიმნაზიის დაწყებითი კლასის მოსწავლეების აქტივობები“,- გვიყვებიან სკოლაში, სადაც პირველი სასწავლო სემესტრის მიწურულს ლამაზი საახალწლო ღონისძიება გაიმართა. 

ულამაზესი სიმღერებით, ლექსებით, ცეკვებით და მინი სპექტაკლით გაალამაზეს დღე ბავშვებმა და ერთმანეთსა და დამსწრე საზოგადოებას ჯადოსნური დღესასწაულების მოლოდინით გამოწვეული სიხარული გაუზიარეს. 

სკოლის დირექტორმა დეკანოზმა დანიელ სოლომონიძემ დალოცა და ბედნიერი შობა ახალი წელი უსურვა გიმნაზიელებს.

„მადლობა ორგანიზატორს - თამარ რობაქიძეს, ხელოვნების მასწავლებელს - რუსუდან დავითაძეს და მუსიკის პედაგოგ ლალი ჩხარტიშვილს გაწეული შრომისთვის“,- აღნიშნავენ სკოლაში და ახარეთ როგორც მოსწავლეთა მონდომება, ისე მასწავლებელთა შემოქმედებითი მიდგომები. 

იხილეთ ვიდეო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203