ბათუმის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლის ფოლკლორული ანსამბლი სამების საკათედრო ტაძრის ეზოში გამართულ კონცერტზე ბრწყინვალედ წარდგა
13-01-2026

28 დეკემბერს საქართველოს საპატრიარქოს და ახალგაზრდული მოძრაობა „დავითიანნის“ ინიციატივით, წმინდა სამების საპატრიარქო ტაძრის ეზოში გაიმართა ფართომასშტაბიანი წინასაახალწლო კონცერტი, გამოფენა და საქველმოქმედო აქცია, რომელიც მიეძღვნა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმიდესისა და უნეტარესის ილია II-ს აღსაყდრების 48-ე წლისთავს. 

კონცერტში, საქართველოში არსებული საპატრიარქოს სკოლები იყვნენ ჩართულნი.

კონცერტში მონაწილეობდა სკოლის ფოლკლორული ანსამბლი ქალბატონ ლოლა ჯაფარიძის ხელმძღვანელობით.

მოსწავლეები საზოგადოების წინაშე ბრწყინვალედ წარდგნენ და მხურვალე აპლოდისმენტებიც დაიმსახურეს. 

წინასაშობაო კონცენტრში მონაწილეობისთვის ფოლკლორული გუნდი დიპლომით დაჯილდოვდა.

იხილეთ ფოტოები და ვიდეო

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203