„მოვედი წელი ახალი“ - სახალისო, შემეცნებითი და შთამაგონებელი პროექტი კერძო სკოლა „ანაბასისში“ 
13-01-2026

კერძო სკოლა „ანაბასისში“ წარმატებით განხორციელდა შემეცნებითი და სახალისო პროექტი - „მოვედი წელი ახალი“.

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, პროექტის მიზანი იყო:

  • საახალწლო განწყობის შექმნა;
  • ზამთრის დღესასწაულებისა და შობა-ახალი წლის ტრადიციების გაცნობა;
  • კვლევა-ძიების უნარის განვითარება;
  • ჯგუფური მუშაობისა და საპრეზენტაციო უნარების ჩამოყალიბება;
  • მეტყველების კულტურის განვითარება.

მასწავლებელ თამარ ვეფხვაძის ხელმძღვანელობით, მე-2 კლასის მოსწავლეებმა დამსწრე საზოგადოების წინაშე წარმოადგინეს პროექტის პრეზენტაცია. მოსწავლეები სამ ჯგუფად იყვნენ დაყოფილნი და თითოეულმა ჯგუფმა დიდი პასუხისმგებლობითა და ინტერესით გააცნო საზოგადოებას ზამთრის დღესასწაულები და შობა-ახალი წლის ტრადიციები.

ბავშვები გამოირჩეოდნენ დახვეწილი მეტყველებით, საქმის ცოდნითა და შემოქმედებითი მიდგომით. ცეკვითა და სიმღერით მათ შექმნეს ნამდვილი საახალწლო განწყობა, ხოლო პროექტის საბოლოო პროდუქტებად წარმოდგენილი ლამაზი პოსტერები ღონისძიებას განსაკუთრებულ ელფერს სძენდა.

„ვულოცავთ მე -2 კლასის მოსწავლეებსა და მათ კლასის ხელმძღვანელს, მასწავლებელ თამარ ვეფხვაძეს, პროექტის წარმატებით განხორციელებას და დასახული მიზნების სრულად მიღწევას ეს იყო სახალისო, შემეცნებითი და შთამაგონებელი პროექტი!“,- აღნიშნავენ სკოლაში და ახარებთ მოსწავლეთა მონდომება და მათი მასწავლებლის შემოქმედებითი მიდგომები. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203