
სკოლა „ცოდნა“ ტრადიციებს არ ღალატობს - საახალწლო ფესტივალის ფარგლებში სკოლა „ცოდნაში“ გაიმართა საქველმოქმედო კვირეული, რომელიც სითბოთი, თანაგრძნობითა და ერთიანობით იყო სავსე. ამ კეთილ საქმეში აქტიურად ჩაერთნენ მოსწავლეები, მშობლები და სკოლის თანამშრომლები, რომლებმაც ერთობლივად შეაგროვეს პროდუქტები, ტკბილეული და თანხა.
შეგროვებული დახმარება გადაეცა გაჭირვებულ ოჯახებს, რათა ახალი წელი მათთვისაც სიხარულისა და იმედის მომტანი ყოფილიყო.
ეს ინიციატივა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ სკოლა „ცოდნა“ მხოლოდ საგანმანათლებლო სივრცე არ არის - ეს არის საზოგადოება, სადაც ადამიანური ღირებულებები და ერთმანეთზე ზრუნვა უმთავრესია.
სკოლაში ახარებთ, რომ სიკეთის გარშემო მთელი სასკოლო საზოგადოება ერთიანდება და სკოლის ღირებულებებს ყველა იზიარებს.
„განსაკუთრებულ მადლობას ვუხდით ჩვენს მშობლებს თანადგომისა და აქტიური მონაწილეობისთვის. ისინი მუდამ ჩვენს გვერდით არიან ნებისმიერ ინიციატივაში, რაც ჩვენთვის უდიდესი მხარდაჭერა და საამაყო მაგალითია.
ერთად ვქმნით სიკეთეს და ერთად ვაგრძელებთ კეთილი ტრადიციების შენარჩუნებას“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ვიდეო