
სამების საკათედრო ტაძრის ეზოში, საპატრიარქოს ახალგაზრდული ორგანიზაცია „დავითიანის“ ორგანიზებით, საპატრიარქოს სკოლების საშობაო-საახალწლო კონცერტი და ნაძვის ხის საზეიმო ანთება გაიმართა, რომელიც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის, აღსაყდრების 48-ე წლისთავს მიეძღვნა.
კონცერტში, საქართველოში არსებულ საპატრიარქოს სკოლებთან ერთად, მონაწილეობდა საპატრიარქოს თბილისის თამარ მეფის სახელობის ხელოვნების სკოლა.
ხელოვნების სკოლის ხალხურ საკრავთა ანსამბლი (ხელმძღვანელი მალხაზ ქოიავა) საზოგადოების წინაშე წარდგა შემდეგი პროგრამით:
1. აჭარული („ნენემ დამინიშნა ქალი“);
2. „ტიალო დარიალაო“
3 .პოპური...მუსიკა კინოფილმებიდან - „ფესვები“ და „რეკორდი“
4. საცეკვაო "ქართული"
ღონისძიებაზე წარმატებით გამოვიდა ოთხგზის საერთაშორისო ფესტივალების ლაურეატი, გოგონათა ფოლკლორული ანსამბლი (ხელმძღვანელი დალი დაბრუნდაშვილი), შემდეგი პროგრამით:
1. „ალილო“;
2. „ლაშარელა“.
3. „ჩაღმა ჩაყრილო ვენახო“.
ღონისძიებაში ასევე მონაწილეობდა ვაჟთა ფოლკლორული ანსამბლი (ხელმძღვანელი იონა (ტარიელ) ხუციშვილი).
იხილეთ ფოტო-ვიდეომალსა: