მეორე სემესტრის დასვენებისა და სწავლის დღეები
27-01-2026

2025-2026 სასწავლო წლის მეორე სემესტრი 15 იანვრიდან განახლდა. etaloni.ge გთავაზობთ ინფორმაციას, მიმდინარე სემესტრის სასწავლო დღეებისა და მნიშვნელოვანი თარიღების შესახებ, რაც პედაგოგებს დაეხმარება სხვადასხვა ტიპის აქტივობების წინასაწარ დაგეგმაში. 

იხილეთ მეორე სემესტრში ოფიციალური დასვენების დღეები, რომლებიც სასწავლო დღეს ემთხვევა. დასვენების დღე იქნება: 19 იანვარი, 3 მარტი; 9 აპრილი; 10-13 აპრილი (აღდგომის დღეები); 12 მაისი; 26 მაისი.

ამის გარდა, მოსწავლეებს საგაზაფხულო არდადეგებიც აქვთ, რომელიც 8 მარტიდან 14 მარტის ჩათვლითაა. თუმცა წელს ეს არდადეგები უფრო ხანგრძლივი იქნება, იგი 15 მარტის ჩათვლით გაგრძელდება, სასწავლო პროცესი კი 16-ში, ორშაბათს განახლდება.

რაც შეეხება სასწავლო წლის დასრულებას, იგი განსხვავებულია პირველი, მეთორმეტე და მეორე-მეთერთმეტე კლასელებისთვის; 

II-XI კლასებისთვის სწავლა 15 ივნისს სრულდება;

I კლასის მოსწავლეებისთვის სწავლა  27 მაისს სრულდება; 

XII კლასის მოსწავლეებისთვის სწავლა 20 მაისს სრულდება.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203