
ქართულ-ევროპული სკოლა „ორნატში“ კურსდამთავრებულის - ნინო ხარაიშვილის ბრწყინვალე სპორტული წარმატებით ამაყობენ.
ნინო ხარაიშვილმა ძიუდოში, საქართველოს ჩემპიონატზე ბრწყინვალედ იასპარეზა და ოქროს მედალი მოიპოვა.
სკოლაში კურსდამთავრებულს გულმხურვალედ გულშემატკივრობდნენ. დღეს კი მისი გამარჯვებით ხარობენ და საქართველოს ჩემპიონობას დიდი სიყვარულით ულოცავენ.
„ჩვენი სკოლის კურსდამთავრებული ნინო ხარაიშვილი საქართველოს ჩემპიონია! ვულოცავთ მას ამ დიდ მიღწევას და კიდევ ბევრ წარმატებას ვუსურვებთ“,- აღნიშნავენ სკოლაში.
აღსანიშნავია, რომ ქართულ-ევროპული სკოლა „ორნატში“ მოსწავლეთა სპორტული ცხოვრება წახალისებულია, მათი მიღწევები კი საამაყო.
იხილეთ ფოტო: