
მცხეთის წმინდა ათორმეტ მოციქულთა სახელობის მართლმადიდებლური საშუალო სკოლის პირველკლასელები პირველი კლასის მოსწავლეები, დამრიგებელ მ. სარდლიშვილი- რთველიაშვილთან და მშობლებთან ერთად, სასწავლო-საგანმანათლებლო ექსკურსიით, შუაგულის სანერგეში იმყოფებოდნენ.
მოსწავლეებისთვისთვის მცენარეთა სანერგეში საახალწლო ეკო-ტური მოეწყო.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, ექსკურსიის მიზანს წარმოადგენდა, მოსწავლეთა შემეცნებითი ინტერესების გაღრმავება, პრაქტიკული გამოცდილების მიღება, გარემოს დაცვითი ცნობიერების ამაღლება და სოციალური უნარების განვითარება.
ღონისძიებების ფარგლებში მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა აქტივობაში.
მოსწავლეებმა თვითონ გააბრტყელეს საკონდიტრო ცომი და დაჭრეს სხვადასხვა ფორმის ნაჭრებად. გამოცხობის შემდეგ კი სიამოვნებთ დააგემოვნეს თავიანთი ხელით შექმნილი ორცხობილები.
ნაძვის ტოტებით და პლასტელინის დახმარებით მორთეს ულამაზესი ნაძვის ხეები. ღია სივრცეში მოინახულეს და გამოკვებეს ცხოველები და ფრინველები. გაეცნენ დეკორატიული მცენარეების სხვადასხვა ჯიშებს (ჰარმონიულ ოთხეულს: ცხრატყავა, სურო, წყავი და ჰოსტა).
ღონისძიების დასასრულს მოსწავლეებმა ნაძვის ხესთან და თოვლის ბაბუასთან გადაიღეს სამახსოვრო ფოტოები. თითოეული პირველკლასელი დაჯილდოვდა სიგელით.
ექსკურსია ჩატარდა ორგანიზებულად, უსაფრთხოების ნორმების სრული დაცვით.
„შუაგულის ეკო - ტურმა ბავშვებს ბუნებასთან უშუალო კავშირით გამოწვეული განსაკუთრებული ემოცია და სიხარული აჩუქა“,- გვეუბნებიან სკოლაში და მოსწავლეებს კიდევ არაერთ შთამბეჭდავ გასვლით ღონისძიებას ჰპირდებიან.
იხილეთ ფოტოები: