
15 იანვრიდან საქართველოს საჯარო სკოლებში სასწავლო პროცესი განახლდება - შესაბამისად, მანამდე, ანუ 14 იანვარს საგაკვეთილო განრიგის შევსება/ცვლილების პროცესი უნდა დასრულდეს.
აღსანიშნავია, რომ საგნებს, რომლებიც არ ისწავლება მიმდინარე სასწავლო წლის მეორე სემესტრში, ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში (eSchool) უნდა მოენიშნოს „გაუქმება“ და არა „წაშლა“;
ხოლო ისეთი საგნისა და გაკვეთილის დამატების შემთხვევაში, რომელიც არ ისწავლებოდა პირველ სემესტრში, მაგრამ ისწავლება მეორე სემესტრის დაწყებისთანავე, გაკვეთილის დაწყების თარიღად მითითებული უნდა იქნეს აღნიშნული ინფორმაციის ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში (eSchool) ასახვის თარიღი.
რაც შეეხება საგნებს, რომელიც შესაძლოა ისწავლებოდეს მეორე სემესტრის შუა რიცხვებიდან (არა სემესტრის დაწყებისთანავე), მათი ასახვა ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში (eSchool) უნდა განხორციელდეს თარიღების სიზუსტით.