
მთავრობის დადგენილებაში, რომელიც ეხება საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს უფლებამონაცვლე უწყებების განსაზღვრისა და მათთვის სათანადო უფლებამოსილებების გადაცემას, ცვლილება შევიდა.
დოკუმენტით განისაზღვრა, რომ პროგრამის ფარგლებში დასაქმებული თანამშრომლების სახელფასო ანაზღაურება, სამივლინებო ხარჯები, ექსპერტიზისა და ტრანსპორტირების ხარჯი, დასუფთავების მოსაკრებლები უნდა გასცენ:
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ;
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტრომ;
საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტრომ.
ასევე განისაზღვრა განათლების სამინისტროს დამატებითი ვალდებულებებიც. კერძოდ:
საგამოცდო ცენტრების გაგრილების სისტემით, სკოლებისთვის გადასაცემი საოფისე ავეჯით, მერხებისა და სკამების, ვერტიკალური ფარდა-ჟალუზების, სასკოლო დაფების, სკოლის სამედიცინო ოთახის ავეჯით უზრუნველყოფა.
სრული დოკუმენტი იხილეთ ბმულზე.