
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ლიის თემის N2 საჯარო სკოლამ მოსწავლეებს ჯადოსნური წინასაახალწლო დღეები აჩუქა.
სკოლას სადღესასწაულო ცენტრ „მადაგასკარის“ გუნდი საახალწლო პროგრამით ეწვია.
მათ პატარებს საინტერესო პროგრამა წარუდგინეს და დაუვიწყარი წუთები აჩუქეს.
თითოეული მათგანი აქტიურად ჩაერთო დაგეგმილ აქტივობებში. პატარებს შობა-ახალი წელი სანტა კლაუსმა და თოვლის დედოფალმა მიულოცეს. მოსწავლეებმა ბევრი იხალისეს, დღის ბოლოს კი დასაჩუქრდნენ.
სკოლის ადმინისტრაცია მადლობას უხდის მშობლებს თანადგომისთვის.
აღსანიშნავია, რომ ლიის თემის N2 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მოტივაციასა და განწყობის ამაღლებაზე გასნაკუთრებულად ზრუნავენ.
იხილეთ ფოტოები: