„წელიწადის დროები და ზამთარი“ - ლიის თემის N2 საჯარო სკოლის პირველკლასელთა შთამბეჭდავი ღია გაკვეთილი
09-01-2026

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ლიის თემის N2 საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს საინტერესო სასწავლო პროცესს სთავაზობენ, სწავლებისას მიმართავენ სხვადასხვა მეთოდსა და აქტივობას და ზრუნავენ ბავშვების მრავალმხრივ განვითარებაზე.  

მეტად ნაყოფიერი იყო პირველი სასწავლო სემესტრი. აღსანიშნავია, პორველ კლასში ჩატარებული ქართული ენისა და ლიტერატურის ღია გაკვეთილი თემაზე - „წელიწადის დროები და ზამთარი“. 

სასწავლო პროცესს პედაგოგი ლანა კაკაჩია ხელმძღვანელობდა. 

მოსწავლეებმა წელიწადის თითოეული დროისთვის დამახასიათებელ ნიშან-თვისებებზე ისაუბრეს და შეძლეს დახასიათება. განსაკუთრებული ყურადღება გაკვეთილზე მიმდინარე სეზონს - ზამთარს დაეთმო. მასწავლებელმა ზამთრის დღესასწაულებზე გაამახვილებინა ბავშვებს ყურადღება, რაც პატარებისთვის მეტად სახალისო აღმოჩნდა. პირველკლასელებმა საგანგებოდ მორთეს კლასი, ნაძვის ხე და ზამთრის დღესასწაულებს პატარა, საახალწლო ღონისძიებაც მიუძღვნეს.

ღია გაკვეთილს ესწრებოდნენ მშობლები და სკოლის დირექტორი.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203