
ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატნის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ქრისტეშობის დღესასწაული განსაკუთრებულად აღნიშნეს. ბავშვებმა ტრადიციულ საშობაო მსვლელობაში მიიღეს მონაწილეობა.
შობის დღესთან დაკავშირებით, მატანში ალილოს ტრადიციული მსვლელობა გაიმართა. შეგროვილი პროდუქტი და თანხა სოფლის სამ გაჭირვებულ ოჯახს გადაეცა.
სკოლაში, რომლის მოსწავლე-მასწავლებლები სხვადასხვა საქველმოქმედო საქმიანობაში არიან ჩართულნი, ახარებთ, რომ ამ ოჯახებისთვის სიხარულის მინიჭება შეძლეს და აღნიშნავენ, რომ ამ დღეს ადამიანთა დახმარებას განსაკუთრებული დატვირთვა აქვს.
საქართველოში ალილოს ტრადიციას მრავალწლიანი ისტორია აქვს , რომელიც გასაბჭოების შემდეგ . 1990 წლებში მისმა უწმიდესობამ და უნეტარესობამ ილია II-ემ აღადგინა. დღესდღეობით ალილოს ზეიმობენ სადღესასწაულო ლიტურგიის შემდეგ, როდესაც მრავალი ეკლესიის მრევლი უერთდება ალილოს მსვლელობას. სკოლის მიზანი კი ამ ტრადიციის გაგრძელებაა.
იხილეთ ფოტოები: