
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ აბულის საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს მეტად საინტერესო სასწავლო პროცესს სთავაზობენ, მოსწავლეებიც აქტიურობით გამოირჩევიან და აქტივობებსა თუ საგანმანათლებლო ინიციატივებში ხალისითა და დიდი ინტერესით მონაწილეობენ.
მეტად ნაყოფიერი იყო სასწავლო წლის პირველი სემესტრი. აღსანიშნავია, მე-8 კლასში ჩატარებული გეოგრაფიის საინტერესო გაკვეთილი, რომელიც თეორიულთან ერთად მოიცავდა საინტერესო პრაქტიკულ აქტივობებს.
მე-8 კლასის მოსწავლეებმა გეოგრაფიის გაკვეთილზე თვითონ შეადგინეს ჩრდილოეთ ამერიკის ფიზიკური რუკა.
მოსწავლეები საქმეს დიდი პასუხისმგებლობით მიუდგნენ, გულდასმით იმუშავეს და საინტერესო შემოქმედებითი პროდუქტიც შექმნეს.
იხილეთ ფოტოები: