მასწავლებლის საქმიანობა ელექტრონულ სისტემაში აისახება - რა წერია ახალ სქემაში 
10-01-2026

პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში ჩართული მასწავლებლების საქმიანობა ელექტრონულად აღირიცხება. ახალ სქემაში, რომელიც 2025 წლის 31 დეკემბერს დამტკიცდა აღნიშნულია, რომ ელექტრონული სისტემის წარმოების მიზანია მასწავლებლის/სპეციალური მასწავლებლის საქმიანობის შედეგების ელექტრონული აღრიცხვა.

ელექტრონული სისტემის წარმოებაზე უფლებამოსილნი არიან:

ა) სკოლა;

ბ) მასწავლებელი/სპეციალური მასწავლებელი;

გ) საგანმანათლებლო რესურსცენტრი;

დ) მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი.

ელექტრონულ სისტემაში შესატანი ინფორმაცია და ინფორმაციის განთავსებაზე პასუხისმგებელი პირები

1. მასწავლებლისთვის/სპეციალური მასწავლებლისთვის წამყვანი/მენტორი მასწავლებლისა და წამყვანი/მენტორი სპეციალური მასწავლებლის სტატუსის მინიჭების, ფუნქციის გადანაწილებისა და  ფუნქციის შესრულების უფლების მინიჭების მიზნით ელექტრონულ სისტემაში სკოლის/საგანმანათლებლო რესურსცენტრის მიერ უნდა განთავსდეს შემდეგი ინფორმაცია:

ა) ინფორმაცია მასწავლებლის/სპეციალური მასწავლებლის კარიერული წინსვლის მიმართულებების მიხედვით არსებული ფუნქციის შესახებ;

ბ) ინფორმაცია მასწავლებლის/სპეციალური მასწავლებლის კარიერული წინსვლის მიმართულებების მიხედვით გადანაწილებული მასწავლებლების/სპეციალური მასწავლებლების შესახებ;

გ) ინფორმაცია მასწავლებლის/სპეციალური კომისიის მიერ განხორციელებული შეფასების შედეგების შესახებ;

დ) ინფორმაცია კომისიის წევრების შესახებ (სახელი, გვარი, პირადი ნომერი, პოზიცია).

2. მასწავლებლისთვის/სპეციალური მასწავლებლისთვის წამყვანი/მენტორი მასწავლებლისა და წამყვანი/მენტორი სპეციალური მასწავლებლის სტატუსის მინიჭების, ფუნქციის გადანაწილებისა და  ფუნქციის შესრულების უფლების მინიჭების მიზნით ელექტრონულ სისტემაში  მასწავლებლის/სპეციალური მასწავლებლის მიერ უნდა განთავსდეს:

ა) განაცხადი და ხედვა;

ბ) სამოქმედო გეგმა და განხორციელებული საქმიანობის მტკიცებულებები;

გ) პროფესიული განვითარების გეგმა;

დ) პროფესიული განვითარების მტკიცებულებები.

3. საგნის გამოცდის/საგნობრივი კომპეტენციის დადასტურების/სპეციალური მასწავლებლის გამოცდის შედეგები, რომლებიც ხელმისაწვდომი იქნება შესაბამისი მასწავლებლისათვის/სპეციალური მასწავლებლისთვის, შესაბამისი სკოლის დირექტორისა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრისათვის, ელექტრონულ სისტემაში უნდა აისახოს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის  მიერ. აღნიშნული ინფორმაცია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ მიეწოდება მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს.

4. ელექტრონულ სისტემაში, კონკრეტული მასწავლებლისათვის/სპეციალური მასწავლებლისთვის განკუთვნილ ელექტრონულ სივრცეში, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი ვალდებულია ასახოს, მასწავლებლისათვის/სპეციალური მასწავლებლისთვის სტატუსის მინიჭებასთან, ფუნქციის გადანაწილებისა,   ფუნქციის შესრულების უფლების მოპოვებასთან  და  სპეციალური კურსის შეფასებასთან დაკავშირებული ინფორმაცია.

5. ელექტრონულ სისტემაში განთავსებული ინფორმაციის სისწორეზე პასუხისმგებელია ინფორმაციის ასახვაზე პასუხისმგებელი პირი.

მასწავლებლის კარიერული წინსვლის ახალი სქემა დამტკიცდა - პედაგოგებს ვალდებულებების შესრულება სკოლისა და მუნიციპალიტეტის დონეზე მოუწევთ 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203