
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ქარცეფის საჯარო სკოლაში პირველი სასწავლო სემესტრის მიწურულს ლამაზი სადღესასწაულო ღონისძიება გაიმართა, რომელიც მრავალფეროვანი და შთამბეჭდავი საზეიმო ნომრებით გამოირჩეოდა.
ღონისძიების ფარგლებში წარმოდგენილი იყო მუსიკალური, ქორეოგრაფიული და თეატრალური ნომრები, რომლებმაც დამსწრე საზოგადოებაში განსაკუთრებული სადღესასწაულო განწყობა შეუქმნა.
საახალწლო ზეიმს ესწრებოდნენ მოსწავლეთა მშობლები და პედაგოგები, რომლებიც პატარა შემსრულებლების შემოქმედებით მოიხიბლნენ და ბავშვები მხურვალე აპლოდისმენტებით დააჯილდოვეს.
აღსანიშნავია, რომ ქარცეფის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მოტივაციასა და განწყობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ.
იხილეთ ფოტოები: