ბავრის საჯარო სკოლის მოსწავლეთა დაუვიწყარი საახალწლო ზარ-ზეიმი
08-01-2026

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბავრის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების მოსწავლეებმა პირველი სასწავლო სემესტრი ლამაზი ღონისძიებით დააგვირგვინეს. 

პატარებმა დამდეგი ახალი წელი მასწავლებლებთან და მშობლებთან ერთად ნაძვის ხის გარშემო იზეიმეს. 

სადღესასწაულო გარემოში ბავშვებმა ერთმანეთსა და დამსწრე საზოგადოებას მხიარული განწყობა, ღიმილი და ბავშვური სიხარული გაუზიარეს. მოსწავლეები დამსწრე საზოგადოების წინაშე მრავალფეროვანი საზეიმო პროგრამით წარდგნენ. პატარებმა სცენაზე ზღაპრის გმირები გააცოცხლეს, საინტერესო სცენური ნომრებითა და ოსტატური შესრულებით მშობლები და მასწავლებლები სიამაყით აავსეს. 

ღონისძიებას ორგანიზება გაუწიეს კლასების დამრიგებლებმა​სარან კარსლიანმა და ვალენტინა ელიაზიანმა და გოარიკ  კოსიანმა, რომლებიც გამოირჩევიან როგორც დიდი გულისხმიერებითა და ბავშვების სიყვარულით, ისე შემოქმედებითი მიდგომებით.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203