ტყემლოვანის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა პირველი სასწავლო სემესტრი ლამაზი ღონისძიებით დააგვირგვინეს
08-01-2026

ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ტყემლოვანის საჯარო სკოლაში წინასაახალწლოდ საოცარი სადღესასწაულო განწყობა დატრიალდა. 

მოსწავლეებმა პირველი სასწავლო სემესტრი ღონისძიებით დააგვირგვინეს და სასკოლო საზოგადოებასთან ერთად შობა-ახალი წელი იზეიმეს. 

მოსწავლეები დამსწრე საზოგადოების წინაშე მრავალფეროვანი სადღესასწაულო სანახაობით წარდგნენ. თითოეულმა მათგანმა საკუთარი შესაძლებლობები და ნიჭი სრულად წარმოაჩინა. საზეიმო ნომრებით, მუსიკითა და ლიტერატურული კომპოზიციებით სავსე ღონისძიებამ მაყურებელს ბავშვური ემოციები და ზღაპრული განწყობა აჩუქა. 

ღონისძიების ბოლოს მოსწავლეებმა გულთბილად მიულოცეს მაყურებელსა და სრულიად საქართველოს შობა-ახალი წელი, მშვიდობა, ბედნიერება და წარმატებები უსურვეს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203