ზღუდერის საჯარო სკოლაში ზღაპრული საახალწლო ღონისძიება გაიმართა 
08-01-2026

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ზღუდერის საჯარო სკოლაში პირველი სასწავლო სემესტრი სადღესასწაულო ღონისძიებით დაგვირგვინდა.

სკოლის მოსწავლეებმა დამდეგი შობა-ახალი წელი იზეიმეს. მოსწავლეებმა დამსწრე საზოგადოებას მრავალფეროვანი სადღესასწაულო პროგრამა წარუდგინეს - შეასრულეს საახალწლო სიმღერები, ლამაზი სასცენო ნომრები, წაიკითხეს ლექსები. პატარა შემსრულებლებმა მაყურებელს ბავშვური სიხარული და საოცარი ემოციები გაუზიარეს და დღესასწაულები დიდი სიყვარულით მიულოცეს. 

ღონისძიებას ესწრებოდნენ პედაგოგები და მშობლები, რომლებმაც მოსწავლეები მხურვალე აპლოდისმენტებით დააჯილდოვეს და ახალი, 2026 წელი დაულოცეს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203