
საქართველოს მთავრობის განკარგულებით, შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს მიეცა თანხმობა, პირებისთვის, რომელთა შრომის ანაზღაურების გაანგარიშება დაკავშირებულია შესრულებული სამუშაოს მოცულობასთან/ ღირებულებასთან (ნამუშევარი საათების, მომსახურების საფასურის წილის ან/და სხვა მაჩვენებლის მიხედვით), დაადგინოს „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულისაგან განსხვავებული წესი.
განკარგულება ძალაშია 1-ელი იანვრიდან და ეხება ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადაზე დასაქმებული პირების შრომის ანაზღაურების ტარიფებს:
მეთვალყურისთვის ერთ სესიაზე გათვალისწინებულია 40.25 ლ, პასუხისმგებელ პირზე - 102.50, გამსწორებელზე - 80.53;
თარჯიმნები 1800 სიმბოლოზე, 32.95 ლარს მიიღებენ, რედაქტორები 300 სიტყვაზე - 32.95-ს, ხოლო საპრეტენზიო კომისიის წევრი/თავმჯდომარე 252.9 ლარს, პირველ დღეს და 166.4-ს შემდეგ დღეზე.
ბრაილის სპეციალისტის დღიური ხელფასი 80.55 ლარი იქნება, ტექნიკოსის (მოსმენის დავალებების ჩაწერა/მონტაჟი) ანაზღაურება 1 საათში 40.25 ლ, ოპერატორი კი 4 საათში 36.6 ლარს მიიღებს.
რაც შეეხება ექსპერიმენტული ტურის სპეციალისტს (ფიზიკა, ქიმია), დღიური ხელფასი 92.25 ლარს შეადგენს.