
ახალქალაქის N4 სკოლის 1-ელიბ კლასის მოსწავლეებმა პირველი სასწავლო სემესტრი ღონისძიებით დააგვირგვინეს.
პატარებმა, დამრიგებლის - ანაჰიტ გიოზალიანის ხელმძღვანელობით, საახალწლო ღონისძიება გამართეს.
პირველკლასელებმა დამსწრე საზოგადოებას მრავალფეროვანი და მხიარული სადღესასწაულო პროგრამა წარუდგინეს - შესრულდა საახალწლო სიმღერები და საინტერესო სასცენო ნომრები, ბავშვებმა ერთმანეთსა და დამსწრე საზოგადოებას საოცარი განწყობა და ლამაზი ემოციები გაუზიარეს. ღონისძიება სავსე იყო სითბოთი, სიხარულითა და ბავშვური ემოციებით.
ღონისძიებას ესწრებოდნენ პედაგოგები და მშობლები, რომლებმაც პატარა შემსრულებლები მხურვალე აპლოდისმენტებით დააჯილდოვეს და ეთილი სურვილები გაუზიარეს.
იხილეთ ფოტოები: