
ზურაბ ეფძის სახელობის სახელობის ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხუტელის საჯარო სკოლაში პირველი სასწავლო სემესტრი ღონისძიებით დაგვირგვინდა.
სკოლაში ზღაპრული საახალწლო ღონისძიება ჩატარდა. ღონისძიებამ, მცირეკონტიგენტიანი სკოლის ყველა მოსწავლე გააერთიანა. ღონისძიებაში აქტიურად იყვნენ ჩართულნი მაღალი კლასის მოსწავლეებიც.
როგორც სკოლაში აღნიშნავენ, თანამშრომლობამ, პასუხისმგებლობამ და ურთიერთპატივისცემამ შედეგი გამოიღო - იყო საერთო სიხარული და ბედნიერება. ეს კი შემდგომი წინსვლის და მოტივაციის გარანტია.
მოსწავლეები დამსწრე საზოგადოების წინაშე ლამაზი სადღესასწაულო სანახაობით წარდგნენ და სკოლაში ზღაპრული განწყობა დაატრიალეს.
სასკოლო ღონისძიების ორგანიზატორები იყვნენ მასწავლებლები: ვერა ლეშკაშელი, ქეთევან კოპალიანი და სალომე სტურუა. ღონისძიება მუსიკალურად გააფორმა მზევინარ მეშველიანმა.
იხილეთ ფოტოები: