ზღაპრული საახალწლო განწყობა და ლამაზი საზეიმო ღონისძიება ჩოლურის საჯარო სკოლაში
05-01-2026

​ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩოლურის საჯარო სკოლაში პირველი სასწავლო სემესტრი ღონისძიებით დაგვირგვინდა. 

გაიმართა საახალწლო ზეიმი, რომელიც გამოირჩეოდა ლამაზი ნომრებითა და სახალისო აქტივობებით. 

ღონისძიებაში სკოლის სხვადასხვა კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. თითოეულმა მათგანმა საკუთარი შესაძლებლობები და ნიჭი სრულად წარმოაჩინა.

საზეიმო ნომრებით, მუსიკითა და ლიტერატურული კომპოზიციებით სავსე ღონისძიებამ დამსწრე საზოგადოებას განსაკუთრებული ემოციები აჩუქა.

მოსწავლეებმა გულთბილად მიულოცეს მაყურებელსა და სრულიად საქართველოს შობა-ახალი წელი, მშვიდობა, ბედნიერება და წარმატებები უსურვეს.

„ზეიმზე სუფევდა სიხარული, სიყვარული. თითოეულმა მოსწავლემ გამოავლინა თავისი მაქსიმუმი“,- გვეუბნებიან სკოლაში, სადაც მოსწავლეთა მოტივაციასა და განწყობის ამაღლებაზე ყოველთვის გამორჩეულად ზრუნავენ. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203