აგანის საჯარო სკოლის მოსწავლეთა ზღაპრული სადღესასწაულო ღონისძიება
05-01-2026

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ აგანის საჯარო სკოლაში პირველი სასწავლო სემესტრი ღონისძიებით დაგვირგვინდა. 

სკოლის მოსწავლეებმა დამდეგი ახალი წელი იზეიმეს და ერთმანეთსა და დამსწრე საზოგადოებას დაუვიწყარი განწყობა აჩუქეს. 

საზეიმო კოსტიუმებში გამოწყობილმა ბავშვებმა ახალი წელი სიმღერებით, ცეკვებითა და მხიარული წარმოდგენებით აღნიშნეს.

დარბაზი სავსე იყო ბავშვების ჟრიამულით, სიხარულითა და სადღესასწაულო ემოციებით.

ღონისძიების საპატიო სტუმრები იყვნენ თოვლის პაპა და თოვლის დედოფალი, რომელთაც ღონისძიების ბოლოს მოსწავლეები დაასაჩუქრეს. 

აღსანიშნავია, რომ აგანის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა განწყობასა და მოტივაციაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203