
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკის N3 საჯარო სკოლაში წინასაახალწლო დღეები ზღაპრულ დღესასწაულად იქცა.
საზეიმოდ მოირთო და მოიკაზმა სკოლა. ახალი წელის მოახლოებასთან ერთად სკოლამ სადღესასწაულო სამოსი მოირგო. წითელი და თეთრი ბუშტები, ფუმფულა თოვლის პაპამ და ფერადმა საჩუქრებმა მოსწავლე-მასწავლებლებს კიდევ ერთხელ შეახსენა, რომ ახალი წელი სასწაულების დროა.
„მადლობა ყველას, ვინც წვლილი შეიტანა ამ ლამაზი გარემოს შექმნაში. გვინდა, რომ ყოველი დღე ასეთივე ნათელი და იმედიანი იყოს ჩვენი მოსწავლეებისთვის!“,- აღნიშნავენ სკოლაში,
ზღაპრულ გარემოსთან ერთად გაიმართა არაერთი ღონისძიება, რამაც მოსწავლე-მასწავლებლებს საოცარი ემოციები აჩუქა.
აღსანიშნავია, სკოლის დარბაზში გამართული გრანდიოზული ღონისძიება, რომელაც სკოლა ღიმილით, ხალისითა და საოცარი ენერგიით აივსო.
„ვუყურებდით ჩვენს მოსწავლეებს და კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, თუ რამდენი ნიჭი და ემოციაა მათში. მადლობა თითოეულ ბავშვს მონდომებისთვის, მშობლებს - მხარდაჭერისთვის და მასწავლებლებს -იმ დიდი შრომისთვის, რაც ამ სილამაზის მიღმა დგას.
ჩვენი სკოლა მხოლოდ შენობა არ არის, ეს ერთი დიდი და თბილი ოჯახია!“,- აღნიშნავენ სკოლაში.