„ღმერთმა ყველა კეთილი სურვილი შეგისრულოთ“ - დიდი დმანისის საჯარო სკოლის ახალი წლის მისალოცი ლამაზი ვიდეორგოლი 
31-12-2025

ახალი წლის მოახლოებასთან ერთად, დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი დმანისის საჯარო სკოლამ ტრადიციას არ უღალატა და სასკოლო საზოგადოებას დამდეგი დღესასწაულები დიდი სიყვარულით მიულოცა. 

სკოლა მისალოც ვიდეორგოლს ავრცელებს.

ვიდეოში ასახულია სკოლის ყოველდღიურობის ყველაზე თბილი და ემოციური მომენტები, რომლებიც სიხარულითა და იმედით ავსებს მაყურებელს.

ვიდეორგოლში მონაწილეობენ მოსწავლეები, პედაგოგები და სკოლის თანამშრომლები, რომლებიც  მთელ საქართველოს ულოცავენ ახალ წელს.

„ღმერთმა ყველა კეთილი სურვილი შეგისრულოთ“,- ასეთია ვიდეორგოლის მთავარი გზავნილი.

იხილეთ ვიდეო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203