
საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიაში წინასაახალწლო დღეები ზღაპრულ დღესასწაულად იქცა.
გაიმართა არაერთი საზეიმო ღონისძიება, რამაც მოსწავლე-მასწავლებლებს საოცარი ემოციები აჩუქა.
აღსანიშნავია, IIა კლასის მოსწავლეთა წინასაშობაო-საახალწლო ღონისძიება - „ახალი წელი ღრუბლებს იქითა სამეფოში“.
ღონისძიება შთამბეჭდავად წარიმართა, მოსწავლეები სასკოლო საზოგადოების წინაშე მრავალფეროვანი საზეიმო სანახაობით წარდგნენ და ნიჭი და შესაძლებლობები წარმატებით წარმოაჩინეს.
ღონისძიებას ხელმძღვანელობდა კლასის დამრიგებელი თინათინ ბლიაძე.
იხილეთ ფოტოები: