
ქუთაისის N36 საჯარო სკოლაში, სადაც მოსწავლეთა მოტივაციასა და განწყობის ამაღლებაზე განსაკუთრებულად ზრუნავენ, წინასაახალწლო დღეები ზღაპრულ დღესასწაულად იქცა.
გაიმართა არაერთი სადღესასწაულო აქტივობა, რამაც მოსწავლე-მასწავლებლებს საოცარი ემოციები აჩუქა.
მათ შორის მე-3ა კლასის მოსწავლეებმა, დამრიგებლის - ნანა ნაცვლიშვილის ხელმძღვანელობით, გამართეს ლამაზი ღონისძიება სახელწოდებით - „ზღაპარი, რომელიც თოვლში იწერება“.
მოსწავლეები დამსწრე საზოგადოების წინაშე შთამბეჭდავი სანახაობით წარდგნენ, სცენაზე ზღაპრის გმირები გააცოცხლეს და შესაძლებლობები წარმატებით წარმოაჩინეს.
„ჯადოსნური ფერიები მეკვლეებად მოგვევლინენ და ზღაპრის ბოროტი გმირებიც კი სიკეთისკენ მოაბრუნეს.
ამ ზღაპარმა კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა, რომ ერთად ყოფნას აქვს ძალა -სითბოს, სიყვარულისა და ნამდვილი სასწაულის მოხდენის!
დაე, არასოდეს გამდნარიყოს და არასოდეს გათოვლილიყოს თქვენი ზღაპარი, დაე, მუდამ ანათებდეს სიკეთის ფიფქები!“,- აღნიშნავენ სკოლაში და ახარებთ მოსწავლეთა შემოქმედებითობა.
იხილეთ ფოტოები: