
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მშვიდობაურის საჯარო სკოლაში წინასაახალწლოდ ზღაპრული სადღესასწაულო განწყობა დატრიალდა.
მოსწავლეებმა დამდეგი ახალი წელი ზეიმეს და ერთმანეთსა და სასკოლო საზოგადოებას საოცარი ემოციები აჩუქეს.
ბავშვები დამსწრე საზოგადოების წინაშე მრავალფეროვანი საზეიმო პროგრამით წარდგნენ - მუსიკალური და საცეკვაო ნომრები, საახალწლო წარმოდგენები, შემოქმედებითი ნომრები შთამბეჭდავად შეასრულეს და დამდეგი ახალი წელი იზეიმეს.
აღსანიშნავია, რომ მშვიდობაურის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მოტივაციასა და განწყობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ.
„მშვიდობაურის საჯარო სკოლა გილოცავთ დამდეგ 2026 წელს! დაე, ეს წელი წარმატებებისა და ბედნიერების მომტანი იყოს თითოეული ჩვენთაგანისა და სრულიად საქართველოსათვის“, -აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: