უნდა გამოცხადდნენ თუ არა მასწავლებლები სკოლებში არდადეგების დასრულებამდე - პასუხი აქტუალურ კითხვაზე 
05-01-2026

ზამთრის არდადეგები 14 იანვარს სრულდება და მეორე სემესტრი მოსწავლეებისთვის 15 იანვრიდან დაიწყება. უნდა გავიდნენ თუ არა პედაგოგები სკოლაში 15 იანვრამდე ამ კითხვით არაერთმა მასწავლებელმა მოგვმართა, ამიტომაც საკითხი განათლების სამინისტროში დავაზუსტეთ. 

როგორც etaloni.ge განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროში უპასუხეს აღნიშნულ საკითხს სამინისტრო არ არეგულირებს და ვადებს სკოლის ადმინისტრაცია განსაზღვრავს.

15 იანვარს სწავლა იწყება და ყველა პედაგოგი სკოლაში უნდა იყოს, მანამდე თუ სკოლის დირექცია დაიბარებს გამოცხადდებიან. წესით არდადეგები მოსწავლეებს ეხებათ. პედაგოგებისთვის კი მხოლოდ უქმე დღეებშია დასვენება.

2026 წლის კალენდარი - უქმე დღეების ჩამონათვალი 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203