გორელოვკის N3 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ჯანსაღი ცხოვრების წესის შესახებ საინტერესო პრეზენტაციები მოამზადეს
31-12-2025

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკის N3 საჯარო სკოლაში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა, ამ მიზნით კი არაერთი ღონისძიება თუ აქტივობა იმართება. 

19 დეკემბერს, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკის N3 საჯარო სკოლის მე-8 კლასის მოსწავლეებმა მოამზადეს და აუდიტორიის წინაშე წარადგინეს პრეზენტაციები ჯანსაღ ცხოვრებაზე.

აქტივობას ხელმძღვანელობდა ფიზიკური აღზრდისა და სპორტის მასწავლებელი ბადრი ჭელიძე, რომელსაც საინტერესო ინიციატივისთვის სკოლაში მადლობას უხდიან. 

„მადლობა ფიზიკური აღზრდისა და სპორტის მასწავლებელს - ბადრი ჭელიძეს! მადლობა მოსწავლეებს ჩართულობისათვის! ვუსურვებ მათ ბევრ საინტერესო სასკოლო აქტივობას!“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203