გაიზარდა იმ საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალი, რომლებსაც სახელმწიფო დააფინანსებს - სია
05-01-2026

პროფესიული განათლების დაფინანსების წესში ცვლილებები შევიდა. გაიზარდა იმ საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალი, რომლებსაც სახელმწიიფო დააფინანსებს. 

აღანიშნავია, რომ პროფესიული მომზადების/ პროფესიული გადამზადების პროგრამების მიზნობრივი პროგრამული დაფინანსება ხორციელდება განათლების მინისტრის მიერ განსაზღვრული პრიორიტეტების შესაბამისად.

ამასთან, სამინისტროს მიერ/სამინისტროს მონაწილეობით დაფუძნებულ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ საგანმანათლებლო დაწესებულებებს უფლება აქვთ, მოდულებისგან შემდგარი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შემადგენელი მოდულის ვაუჩერული დაფინანსებიდან წარმოქმნილი ეკონომია, სამინისტროსთან შეთანხმებით, მიმართონ ფუნქციონირებისათვის ან/და სხვა საჭირო ხარჯებისათვის, რომელიც ეფუძნება პროფესიული განათლების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის მიზნებს.

პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ დაწესებულებებში პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შემადგენელი მოდულების საფასურის სახელმწიფოს მიერ დასაფინანსებელი მაქსიმალური ოდენობა იხილეთ აქ.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203