
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკის N3 და რუსთავის N20 საჯარო სკოლებს შორის მეგობრობის, თანამშრომლობისა და კულტურული კავშირების გაღრმავებისკენ მიმართული ღონისძიება გაიმართა.
19 დეკემბერს, გორელოვკის N3 საჯარო სკოლის მოსწავლე-მასწავლებლები რუსთავის N20 საჯარო სკოლას სტუმრობდნენ.
მასპინძელმა სკოლამ გორელოვკის N3 საჯარო სკოლელებს საინტერესო ღონისძიებით უმასპინძლა.
მოსწავლეებმა თეატრალურად წარმოადგინეს ფრაზები მათემატიკის შესახებ, ასევე მოაწყვეს მათემატიკური მხიარულ-სააზროვნო თამაშები.
ჩვენი სკოლის მოსწავლეებმა წარადგინეს თემები - „მათემატიკა და თანამედროვეობა“, „მათემატიკა ვეფხისტყაოსანში“.
ღონისძიება მეტად საინტერესოდ წარიმართა და სტუმრების დიდი ინტერესი გამოიწვია.
გორელოვკის N3 საჯარო სკოლაში მადლობას უხდიან რუსთავის N20 საჯარო სკოლას მასპინძლობისთვის.
„მადლობა მასპინძელ სკოლას - დირექციას, მასწავლებლებს, მოსწავლეებს! მადლობა ქალბატონ თამილა ირემაშვილს საინტერესო აქტივობისათვის! მადლობა ჩართულ მოსწავლეებს!“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: