
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 2025 წელს 117-მა სკოლამ გაიარა ავტორიზაცია. ამასთან, ადრეული ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულების სტატუსი მოიპოვა და ავტორიზებულია 102 საჯარო და 1 კერძო დაწესებულება.
ზოგადი განათლების ხარისხის უზრუნველყოფა:
- 2025 წელს 109 საჯარო და 8 კერძო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებამ გაიარა ავტორიზაცია (მიენიჭა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსი). ჯამში, სულ 574 საჯარო და 206 კერძო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაა ავტორიზებული.
- თვითშეფასებისა და საავტორიზაციო განაცხადის მომზადებასთან დაკავშირებით საჯარო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებისათვის ჩატარდა მხარდამჭერი ღონისძიებები.
- ავტორიზებული კერძო და საჯარო სკოლების შესაძლებლობების გაძლიერების მიზნით, შიდა ხარისხის უზრუნველყოფის მიმართულებით ჩატარდა ტრენინგები/მხარდამჭერი ღონისძიებები.
- ჩატარდა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის ექსპერტებისა და ავტორიზაციის საბჭოს წევრების შესაძლებლობების გაძლიერების ღონისძიებები.
- შემუშავდა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის სტანდარტების გზამკვლევი.
ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების ხარისხის უზრუნველყოფა:
- პირველად 2025 წელს 121 ადრეული ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულების სტატუსის მაძიებელმა დაწესებულებამ ცენტრში შემოიტანა საავტორიზაციო განაცხადი. დღეის მდგომარეობით 102 საჯარო და 1 კერძო დაწესებულებაა ავტორიზებული.
- დამტკიცდა ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს განახლებული შემადგენლობა, რომლებსაც შესაძლებლობების გასაძლიერებლად ჩაუტარდათ ტრენინგები.
- 2026-2029 წლების ავტორიზაციის პროცესის განრიგით გათვალისწინებულ ადრეული აღზრდისა და განათლების ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებებს ჩაუტარდათ ტრენინგები სანიტარია-ჰიგიენის, კვების და კურიკულუმის მიმართულებით (ავტორიზაციის II და IV სტანდარტი).