„როგორ აღნიშნავენ შობა-ახალ წელს სხვადასხვა ქვეყანაში“- საინტერესო პროექტი საქართველოს საპატრიარქოს წმ. თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიაში
31-12-2025

საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიის საჯარო სკოლის მოსწავლეები ინგლისურ ენას საინტერესო და სახალისო აქტივობებით სწავლობენ. 

ინგლისური ენის პედაგოგი ნათია მიქაძე მათ სასწავლო შემართებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავს. პედაგოგმა ბავშვების წინასაახალწლო განწყობაზეც იზრუნა და ბავშვებს თემატური აქტივობა შესთავაზა. 

სკოლა-გიმნაზიის მე-6 კლასის მოსწავლეებმა წინასაშობაო-საახალწლო კვირეულის ფარგლებში, ინგლისურ ენაში დაამზადეს პროექტი - „როგორ აღნიშნავენ შობა-ახალ წელს სხვადასხვა ქვეყანაში“( How do different countries celebrate Christmas and New Year). 

მოსწავლეებმა პროექტის ფარგლებში საინტერესო ინგლისურენოვანი კედლის გაზეთები დაამზადეს და წარმოაჩინეს როგორც ენის ცოდნა, ასევე მდიდარი ლექსიკური მარაგი. 

აქტივობა მოსწავლეებისთვის სასწავლო-შემეცნებითთან ერთად მეტად სახალისო და სადღესასწაულო აღმოჩნდა. 

მე-6 კლასის ხელმძღვანელი თამთა ხარატიშვილი გახლავთ. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203