
საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიის XIIბ კლასის მოსწავლეები, დამრიგებლის - თეონა მოდებაძის ხელმძღვანელობით, კულტურულ-საგანმანათლებლო ვიზიტით თეატრს სტუმრობდნენ.
მოსწავლეებმა მოზარდ მაყურებელთა თეატრის სცენაზე სპექტაკლი - „ლამბალო და ყაშა“ ნახეს.
მოსწავლეებმა იმოგზაურეს დროში და შეხვდნენ მიხეილ ჯავახიშვილის გმირებს.
ნახეს თეატრალური ენით გაცოცხლებული ნაწარმოებში წამოჭრილი თემები -
რა არის სამშობლო?
რა არის ღირსება?
რა შეუძლია სიყვარულს და რა მტრობას?
თეარტის სცენაზე ნანახი კლასიკური ქართული პროზა ახალგაზრდებისთვის განსაკუთრებულად ემოციურ და დასამახსოვრებელ გამოცდილებად იქცა. მე-12 კლასელები უდიდესი შთაბეჭდილებებით დატვირთულები დაბრუნდნენ უკან.
იხილეთ ფოტოები: