
საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიაში პირველი სასწავლო სემესტრის მიწურულს არაერთი საახალწლო ღონისძიება გაიმართა.
სასკოლო საზოგადოების წინაშე საზეიმო პროგრამით არაერთი კლასი წარდგა.
IIIბ კლასის მოსწავლეებმა, დამრიგებლის - ლია შარიქაძის ხელმძღვანელობით, მუსიკალურ ლიტერატურული წინასაშობაო-საახალწლო ღონისძიება წარმოადგინეს.
ღონისძიება მოიცავდა როგორც მუსიკალურ, ისე საცეკვაო და თეატრალურ ნომრებს. ბავშვებმა ნიჭი და შესაძლებლობები წარმოაჩინეს, დამრიგებელი სიამაყით აავსეს, მშობლებს კი დაუვიწყარი ემოციები აჩუქეს.
აღსანიშნავია, რომ სკოლა-გიმნაზიაში შექმნილია მოსწავლეთა ინტერესებს მორგებული გარემო, მათი მოტივაციისა და განწყობის ამაღლებას კი მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა.
იხილეთ ფოტოები: