საბუეს საჯარო სკოლაში პირველი სასწავლო სემესტრი ლამაზი საახალწლო ღონისძიებით დაგვირგვინდა
30-12-2025

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ საბუეს საჯარო სკოლაში სასწავლო სემესტრის მიწურულს დღესასწაულის მოლოდინი განსაკუთრებულად იგრძნობოდა. სკოლამ მოსწავლეებს ჯადოსნური წინასაახალწლო დღეები აჩუქა. 

სასწავლო წლის პირველი სემესტრი კი I და II კლასების მოსწავლეთა წარმოდგენილი საახალწლო ღონისძიებით დაგვირგვინდა. 

მოსწავლეები დამსწრე საზოგადოების წინაშე მრავალფეროვანი საზეიმო პროგრამით წარდგნენ და ერთმანეთსა და მაყურებელს დაუვიწყარი წუთები და ემოციები აჩუქეს. 

ღონისძიება მოიცავდა როგორც მუსიკალურ, ისე საცეკვაო და თეატრალურ ნომრებს.

აღსანიშნავია, რომ საბუეს საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მოტივაციასა და განწყობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203