რას ნიშნავს განვითარების ინდივიდუალური გეგმა, რომელიც ბაღებში საგანმანათლებლო პერსონალის კონსულტაციასაც ითვალისწინებს
08-01-2026

2026 წელს ბავშვთა ადრეული განვითარების ხელშეწყობის მუნიციპალური ხელშეწყობის პროგრამა დამტკიცდა, რომელიც ითვალისწინებს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ან/და ფაქტობრივად მცხოვრები 0-7 წლის ასაკის ბავშვებისათვის ადრეული განვითარების ხელშეწყობას, მათი პოტენციალის სრულად გამოვლენას, განვითარების ეტაპების დარღვევის დროულ იდენტიფიცირებას...

პროგრამით განხორციელებული აქტივობები, ბაღში დასაქმებული საგანმანათლებლო პერსონალის  და მედპერსონალის მომზადების გარდა, ითვალისწინებს განვითარების ინდივიდუალური გეგმის განსაზღვრას, რომელიც თავის მხრივ მოიცავს:

ა) სპეციალისტების მიერ გიგ-ის განხორციელება-კოორდინაციას;

ბ) ბაღში საგანმანათლებლო პერსონალის კონსულტაციას;

გ) მშობლის კონსულტაცია/ჩართულობის ხელშეწყობას;

დ) ბავშვის ცენტრალურ პროგრამაში ჩართვისთვის აუცილებელ ღონისძიებებს (იგულისხმება სხვადასხვა პროგრამაში ჩართვა).

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203