
2026 წელს ბავშვთა ადრეული განვითარების ხელშეწყობის მუნიციპალური ხელშეწყობის პროგრამა დამტკიცდა, რომელიც ითვალისწინებს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ან/და ფაქტობრივად მცხოვრები 0-7 წლის ასაკის ბავშვებისათვის ადრეული განვითარების ხელშეწყობას, მათი პოტენციალის სრულად გამოვლენას, განვითარების ეტაპების დარღვევის დროულ იდენტიფიცირებას...
მომსახურებაში შეიძლება ჩაერთოს 0-დან 7 წლამდე ასაკის ყველა ბავშვი, რომლის განვითარებაშიც ვლინდება სოციალურ-ემოციური, შემეცნებითი, აკადემიური სფეროების დაყოვნება, ქვემოთ ჩამოთვლილთაგან თუნდაც ერთ-ერთი ნიშანი:
ა) აგრესიული ქცევა;
ბ) თვითდამაზიანებელი ქცევა;
გ) უჭირთ ურთიერთობების დამყარება სხვა ბავშვებთან;
დ) ნაკლებ ინტერესს იჩენენ თამაშის მიმართ;
ე) უჭირთ დასწავლა;
ვ) აქვთ მეტყველების პრობლემები;
ზ) ხშირად არიან უჩვეულოდ მოწყენილები;
თ) უჭირთ წესების გაგება და დამორჩილება;
რაც შეეხება პროგრამით განხორციელებულ აქტივობებს, ისინი ითვალისწინებს:
1. ბაღში დასაქმებული საგანმანათლებლო პერსონალის და მედპერსონალის მომზადებას სკრინინგ-ინსტრუმენტის გამოყენებისა და მისი მნიშვნელობის, მშობლებთან კომუნიკაციის შესახებ.
2. პირველადი ჯანდაცვის სპეციალისტებთან სამუშაო შეხვედრებს, სკრინინგისა და გადამისამართების მექანიზმის გამართვის მიზნით.
3. სპეციალური საჭიროების მქონე აღსაზრდელის იდენტიფიცირებას საბავშვო ბაღის მიერ (რომლებსაც სასწავლო-სააღმზრდელო პროცესში ჩართულობისათვის აქვთ მხარდაჭერის საჭიროება) და ადრეული განვითარების მომსახურებაში ჩართვას.
4. საინფორმაციო საგანმანათლებლო ჯგუფურ შეხვედრებს მშობლებთან.
5. ინდივიდუალურ კონსულტაციებს მშობლებთან.
6. ადრეული განვითარების პროგრამის გუნდის რეგულარულ კოორდინაციასა და კომუნიკაციას მშობლებთან, ბაღის აღმზრდელებთან და პირველადი ჯანდაცვის რგოლთან.
7. მულტიდისციპლინური გუნდის მიერ, სკრინინგის ეტაპზე გამოვლენილი ბავშვის სიღრმისეულ შეფასებას (ბავშვზე დაკვირვება, სიღრმისეული შეფასება) და დასკვნა-რეკომენდაციის შემუშავებას; განვითარების ინდივიდუალური გეგმის (შემდგომში“გიგ“) შემუშავებას ან/და გადამისამართებას შესაბამის სახელმწიფო სერვისში.
8. გადაფასებას/ხელახალი გეგმის შედგენას ან პროგრამიდან გასვლას (ბაღიდან სკოლაში ან სხვა პროგრამაში ტრანზიციის გეგმის შემუშავება ბაღის გუნდთან ერთად);
9.ინტერვენციის განმახორციელებელი სპეციალისტისა და ბენეფიციარის ტრანსპორტირებით მომსახურებას მისამართზე.