
საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიის IIბ კლასის მოსწავლეებმა მუსიკალურ-ლიტერატურული წინასაშობაო-საახალწლო სპექტაკლი წარმოადგინეს, რომელმაც სკოლის სივრცე განსაკუთრებული სითბოთი და სადღესასწაულო ემოციებით აავსო.
პატარა მსახიობებმა სცენაზე უსაზღვრო სითბო, სიყვარული და უკიდეგანო მადლიერება გააცოცხლეს და ნამდვილი დღესასწაული შექმნეს.
მუსიკისა და ლიტერატურული ტექსტების ჰარმონიულმა შერწყმამ მაყურებელი წინასაშობაო-საახალწლო ზღაპრულ სამყაროში ამოგზაურა.
მოსწავლეთა მონდომებამ და შემოქმედებითობამ სიამაყით აავსო ღონისძიების ორგნიზატორი და კლასის ხელმძღვანელი ქეთევან მოსულიშვილი, რომელიც ბავშვების შემოქმდებით განვითარებასა და მათი მოტივაციის ამაღლებაზე აქტიურად ზრუნავს.
სპექტაკლმა დამსწრე საზოგადოებას დაუვიწყარი შთაბეჭდილებები დაუტოვა და ჯადოსნური დღესასწაულის მოლოდინი კიდევ უფრო გაამძაფრა.
იხილეთ ფოტოები: