
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ხავეთის საჯარო სკოლაში სასწავლო წლის მანძილზე არაერთი სასწავლო-შემეცნებითი, სახალისო თუ საზეიმო ღონისძიება იმართება, რაც როგორც მოსწავლეთა ცოდნის დონის ამაღლებას, ისე მათი შემოქმედებითი ნიჭისა და უნარების განვითარებას და რაღა თქმა უნდა, მოტივაციასა და წახალისებას ემსახურება.
შესაბამისად, მოსწავლეები დიდი ინტერესით ერთვებიან სასკოლო ცხოვრებაში და პროფესიონალი პედაგოგების დამსახურებით სხვადასხვა აქტივობას წარმატებით ახორციელებენ.
დაწყებითი კლასების მოსწავლეები მოახლოებულ ახალ წელს სხვადასხვა საინტერესო ღონისძიებებით ხვდებიან.
26 დეკემბერი კიდევ ერთი ლამაზი და შთაბეჭდილებებით სავსე დღე იყო მათ სასკოლო ცხოვრებაში. კლასის დამრიგებლების ხელმძღვანელობით ბავშვებმა გულმოდგინედ მოამზადეს საშობაო ზეიმი - „წელიწადო ახალო“.
მოსწავლეებმა თავიანთი შემოქმედება მაყურებლების წინაშე ქართულ და სომხურ ენებზე წარმოადგინეს და ნიჭი და შესაძლებლობები წარმოაჩინეს.
ღონისძიებას ესწრებოდნენ პედაგოგები, მშობლები, მოსწავლეები და თემის სხვა წარმომადგენლები.
სკოლის დირექტორმა ნორაირ აკოპიანმა მადლობა გადაუხადა ღონისძიების ორგანიზატორებსა და მონაწილეებს და მოსწავლე-მასწავლებლებს ბედნიერი ახალი წელი უსურვა.
იხილეთ ფოტოები: