გორელოვკის N3 სკოლაში, საგანგებო სიტუაციებში ქცევის წესების შესახებ, სიმულაციური სწავლება მოეწყო
30-12-2025

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკის N3 საჯარო სკოლაში მოსწავლეებს საგანგებო სიტუაციაში ქცევის წესებს ასწავლიან და ამ მიზნით არაერთ შედეგზე ორიენტირებული აქტივობასა თუ ღონისძიებას სთავაზობენ. 

ახლახან, სკოლაში სიმულაციური გაკვეთილი ჩატარდა. 

მოსწავლეებს სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ საინტერესო გაკვეთილი ჩაუტარდათ, რის შემდეგაც პრაქტიკული სწავლებაც მოეწყო და სკოლიდან სიმულაციური ევაკუაცია განხორციელდა. 

„მადლობა ჩვენი სკოლის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელ პირს!“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203