გაითიშება თუ არა ელექტრონული ჟურნალი უქმე დღეებში და რა უნდა იცოდნენ პედაგოგებმა 
03-01-2026

იმუშავებს თუ არა ელექტრონული ჟურნალი არდადეგების პერიოდში - ეს კითხვა პედაგოგებს მას შემდგომ გაუჩნდათ, რაც მთავრობამ ოფიციალური უქმე დღეები გამოაცხადა.

როგორც ცნობილია 2025-2026 სასწავლო წლის პირველი სემესტრის ბოლო დღე 29 დეკემბერია და მოსწავლეებისთვის ზამთრის არდადეგები უკვე დაიწყო, თუმცა აღნიშნული თარიღის შემდგომ პედაგოგებს არაერთი ცვლილება შეაქვთ. მიუხედავად იმისა, რომ 2026 წლის 09 იანვრის ჩათვლით, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს შესაძლებლობა ექნებათ, საჭიროების შემთხვევაში, უზრუნველყონ ელექტრონულ ჟურნალში არსებული მონაცემების რედაქტირება. უქმე დღეების რაოდენობა საკმაოდ დიდია, ამიტომაც საკითხი განსაკუთრებით საინტერესოა მასწავლებლებისთვის.  

განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა აცხადებს, რომ ელექტრონული ჟურანლი უქმე დღეების გამო არ გაითიშება და პედაგოგებს მასში მუშაობა შეეძლებათ.

იხილეთ მასწავლებლებისა და ადმინისტრაციის წარმომადგენლებისთვის განკუთვნილ რეკომენდაციები, რომელიც ელექტრონულ ჟურნალში მუშაობისას გამოადგებათ. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203