
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკის N3 საჯარო სკოლაში წინასაახალწლოდ ზღაპრული განწყობა დატრიალდა. სკოლის დირექციამ და პედაგოგებმა მოსწავლეებს ჯადოსნური სადღესასწაულო დღეები აჩუქეს და დამდეგი ახალი წელი ბავშვებთან ერთად იზემეს.
გაიმართა არაერთი ღონისძიება თუ საზეიმო აქტივობა.
უმცროსკლასელებს არ ჩამორჩნენ უფროსკლასელებიც და სასკოლო საზოგადოების წინაშე ლამაზი ღონისძიებით წარდგნენ.
„ჩვენს სკოლაში საახალწლო ღონისძიება სითბოთი, სიხარულითა და ბავშვების ღიმილით გაიმართა.
მოსწავლეებმა წარმოადგინეს ლამაზი ნომრები, შეიქმნა ნამდვილი სადღესასწაულო განწყობა და ყველამ ერთად ვიგრძენით ახალი წლის ჯადოსნური ატმოსფერო.
მადლობას ვუხდით მოსწავლეებს, პედაგოგებსა და მშობლებს მხარდაჭერისა და აქტიური ჩართულობისთვის. გისურვებთ მშვიდ, ბედნიერ და წარმატებებით სავსე ახალ წელს“,- აღნიშნავენ სკოლაში, სადაც მოსწავლეთა მოტივაციასა და განწყობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ.
იხილეთ ფოტოები: