კულიკამის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დამდეგი ახალი წელი იზეიმეს 
30-12-2025

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კულიკამის საჯარო სკოლის დირექციამ და პედაგოგებმა მოსწავლეებს ჯადოსნური წინასადღესასწაულო დღეები აჩუქეს. 

საზეიმოდ, საახალწლო დეკორაციებით მოირთო სკოლა, გაიმართა არაერთი სადღესასწაულო აქტივობა თუ ღონისძიება. 

სასკოლო საზოგადოების წინაშე მრავალფეროვანი სადღესასწაულო სანახაობით წარდგნენ დაწყებითი საფეხურის მოსწავლეები. 

ღონისძიება გამორჩეული იყო ლამაზი სასცენო ნომრებით, სადღესასწაულო განწყობითა და ბავშვური ემოციებით.

ბავშვებმა დამსწრე საზოგადოებას ლამაზი წუთები და ემოციები გაუზიარეს და ჯადოსნური ახალი წლის მოლოდინი კიდევ უფრო გაულამაზეს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203